დამწყებ ანტრეპრენერებს, კოვიდ-19-ის ეპოქის შესაბამისი ბიზნეს იდეებისა და მიდგომების გათვალისწინება სჭირდებათ.
პანდემიამ ბევრ ჩვენგანს გვიბიძგა გამოგვეკვლია ჩვენთვის ნაცნობ გარემოში - სახლში, ერთი შეხედვით ყოველდღიურობას ამოფარებული სიახლეები, აღმოგვეჩინა ჰობები და ინტერესები, რომელთა უმეტესობაც ხელნაკეთი ნივთების შექმნას მოიცავს. გლობალური სტატისტიკის თანახმად „ლოქდაუნიდან“ პირველი სამი თვის განმავლობაში ინტერნეტში (google-ში) ხელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძიების პროცესის ხანგრძლივობა 63%-ით გაიზარდა.
ვირუსი ისევ ჩვენს გვერდითაა, მაგრამ თითქმის ერთი წელია რაც საქართველო და მსოფლიოს სხვა ქვეყნები აქტიურ “ლოქდაუნებს” აღარ მიმართავენ. ამასობაში კი შესაძლოა, თქვენი გატაცება რეალურ, მომგებიან პროექტში გადაიზარდა და თქვენ გაგიჩნდათ მოტივაცია და მიზანი შეგექმნათ ახალი ბიზნესი.
თუ თქვენ შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ხართ, ორიენტირებული ხართ თქვენი ოსტატობის ხარისხისა და მარკეტინგის დახვეწაზე - განაგრძეთ კითხვა, რადგან გთავაზობთ 5 მარტივ ბიზნეს იდეას, რომელმაც შესაძლოა სულ მცირე იდეიდან ღირებული ბიზნეს პროექტი წარმოშვას და წარმატება მოგიტანოთ.
სანთლების დამზადების უნარების გასაუმჯობესებლად და ესთეტიკის დასახვეწად ინტერნეტში ხელმისაწვდომი კომპლექტები და ვიდეო-გაკვეთილები დაგეხმარებათ, რომლებშიც თავმოყრილია სანთლის დასამზადებლად საჭირო მასალა და შესაბამისი ინსტრუქცია . 2020 წლის ბოლო სამ თვეში, Etsy-ზე, სანთლების დასამზადებელ ნაკრებზე 893%-ით გაიზარდა ძიებები და მოთხოვნა. 2021 წლიდან 2028 წლამდე წინასწარი პროგნოზით სანთლების ვაჭრობა 3.3 %-ით გაიზრდება. თუ შენ უკვე ფლობ საბაზისო ცოდნას ამ მიმართულებით, დროა მეწარმეობაზე დაფიქრდე.
მაისურები, განურჩევლად ასაკისა და სექსისა, ყოველთვის მოთხოვნადია და თითქმის ყველა გარდერობის მთავარი ელემენტია. მაისურებზე დაბეჭდილი სიმბოლოების თუ გამოსახულებების მეშვეობით მოხმარებლებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ინდივიდუალურობა, გამოხატონ განწყობა, ლიტერატურული გემოვნება და სამოქალაქო აქტივიზმი.
მაისურების ბეჭდვის ინდუსტრიის გლობალური ბაზარი 2020 წელს 3,64 მილიარდ დოლარად შეფასდა, 2021- 2028 წლის ინეტრვალში მოსალოდნელია მაჩვენებლის 9,7%-ით ზრდა.
შენი ჩართულობით შეგიძლია საქართველოშიც გააქტიურო მაისურებზე ბეჭდვის მიმართულება და ადგილობრივი ბაზრის ათვისების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე გასასვლელადაც მოემზადო.
მოსალოდნელია, რომ საიუველირო ბაზრის ღირებულება, რომელიც 2018 წელს 279 მილიარდი დოლარს შეადგენდა, 2025 წლისთვის დაახლოებით 480,5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდოს, ონლაინ გაყიდვების ღირებულება დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქსესუარები,სამკაულები განსაკუთრებულობასა და თავდაჯერებულობას გვმატებს, საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი სტილი. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, თუ გიყვართ მძივებთან, მეტალთან, ტყავთან ან სხვადასხვა მასალასთან შერეული ტექნიკით მუშაობა, მუშაობა ისეთ მასალაზე, რომელსაც თავისი ადგილი და ღირებულება აქვს ხელნაკეთი აქსესუარების ბაზარზე.
ზემოხსენებულ ზოგიერთ პროდუქტს შეიძლება ახასიათებდეს ტრადიციული ვიზუალი ან ფორმა, ამიტომ აუცილებელია თქვენი უნიკალური შტრიხის ან ნიშის შემუშავება, რაც უპირობოდ უპირატესობას მოგიტანთ, კონკურენციის მიუხედავად, სავაჭრო ბაზარზე.
ქართული დამწერლობის საუცხოო მახასიათებლებს თუ გავითვალისწინებთ, კარგი მიგნება იქნება თუ ქართული ანბანის და ორნამენტების გამოყენებას ცდით, რაც ადგილობრივ მყიდველებს, ასევე ტურისტებსაც დააინტერესებთ.
სახლის ინტერიერის ახალი გზებით გაუმჯობესება არასოდეს ყოფილა ასეთი საყურადღებო, როგორც ახლა. პანდემიის ფონზე, მოცემული სფეროს კაპიტალიზაციის შესაძლებლობები უსაზღვრო გახდა. არსებობს რამდენიმე ტენდენცია, რომელთა ათვისების შემთხვევაში შეგიძლიათ შესანიშნავად მოერგოთ მომხმარებელთა მოთხოვნებს, მაგალითისთვის კერამიკაზე, ხესა და ქსოვილზე მუშაობის გათვალისწინებით.
გავიხსენოთ მოქმედი ქართული ხელნაკეთობების მაღაზიები და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები: Estia, ჰარმოსფერო, SOUL WALL , Artrooms და სხვა.
აღნიშნული ბიზნესის სიმარტივე და უნიკალურობა გახლავთ ის, რომ მისი წამოწყება უმეტესად სახლებში ნაპოვნი ინგრედიენტებით შეიძლება: შვრიის ფაფით, საცხობი სოდით, სიმინდის სახამებლითა და მარილით - ამასთან ლიმონმჟავის ან ეთერზეთების დამატებით, თავის მოვლის ნატურალური საშუალებების დამზადებასთან ერთად,შეძლებთ აბაზანის ბომბების დამოუკიდებლად შექმნასაც, რომელსაც დროსთან ერთად რეალურ შემოსავლის წყაროდ აქცევთ. სწორედ ისე, როგორც ეს ქართულმა თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელმა კომპანიებმა შეძლეს: ბოტანიკმა, პიელ ნატურალსმა, ლაპისლაზულმა და სხვამ.
მომხმარებლების შესანარჩუნებლად და მოსაზიდად აუცილებელია იყოთ კომფორტულები და ხელმისაწვდომები, აქცენტი რა თქმა უნდა ონლაინ სივრცეზე უნდა გავაკეთოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ გაყიდვის არხები.
იქნება ეს ფეისბუკ თუ ინსტაგრამ გვერდი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო მარკეტფლეისი ან სხვა არხები, მაგრამ ჩვენი რჩევაა დაიწყოთ და ორიენტირდეთ საკუთარი ვებ-გვერდის, ონლაინ მაღაზიის შექმნაზე. სწორედ მისი გამოყენებით შეგიძლიათ წარმოაჩინოთ საკუთარი ბრენდი, შესთავაზოთ მომხმარებელს ფულადი ანგარიშსწორების, მიწოდების ალტერნატივები და რაც მთავარია დაარწმუნოთ გუგლი, რომ თავად გადმოგიმისამართოთ მსგავსი პროდუქციის ძებნით დაინტერესებული მომხმარებელები, რის პოტენციურ შესაძლებლობასა და გამართულ პლატფორმასაც გთავაზობთ ონლაინ მაღაზიების შესაქმნელი სივრცე. 30 წლის წინ ამის ფუფუნება არც კი იყო. ინტერნეტში პირველი საცალო ტრანზაქციის განხორციელებიდან დღემდე, ონლაინ შოპინგმა, კომპანიების წარმატების ისტორიაში, თავისი კვალი დატოვა და მისი როლი მხოლოდ აგრძელებს ზრდას.
ზოგიერთი კომპანია მთლიანად ელექტრონულ კომერციაზეა დაფუძნებული და მათ წარმატებას ხელმისაწვდომობა და სიმარტივე განაპირობებს, რომელსაც ისინი მყიდველებს სთავაზობენ.
იცით თუ არა, რომ მომხმარებლები 62 %-ით ნაკლებად იყიდიან პროდუქტს ონლაინ, თუ მათ ვებგვერდებთან უარყოფითი გამოცდილება აკავშირებთ.
საგულისხმოა, რომ თქვენი პროდუქციის ელექტრონულად გაყიდვა საგრძნობლად გააფართოვებს წვდომას ახალ სავაჭრო ბაზრებზე. ამასთანავე, მცირე ბიზნესს, რომელიც ელექტრონული კომერციის მეშვეობით მუშაობს, ეძლევა საშუალება ჭკვიანურად, ეფექტურად მიაწოდოს საკუთარი შეთავაზებები მომხმარებელს და შეიძინოს მრავალი ერთგული მყიდველი.
არ გადადო, იმოქმედე!
სალომე გიორგაძე / B2CGE, 2022-02-03