თუ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში და შექმენით საკუთარი ონლაინ მაღაზია, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად გამართვაა. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზია სრულად პასუხობდეს არსებულ სტანდარტებს გთავაზობთ 7 საფეხურს, რომლის გავლის შემთხვევაშიც თქვენი ონლაინ მაღაზია სრულფასოვანი სახით წარსდგება მომხმარებლის წინაშე:

კატეგორიები
აუცილებელია თქვენი პროდუქციის კატეგორიზაცია. დაყავით კატეგორიებად პროდუტი, რათა მომხმარებელს შეუქმნათ სტრუქტურა მარტივი ნავიგაციისთვის. მნიშვნელოვანია მომხმარებელმა მარტივად მიაგნოს სასურველ პროდუქტს, ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალება კი კარგად სტრუქტურირებული კატეგორიების სისტემაა.

2 პროდუქტები
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს თითოეული პროდუქტის შესახებ საჭიროა პროდუქტებს დასახელებასთან ერთად დაურთოთ დეტალური აღწერა, მაგალითისთვის ტანსაცმლის ან აქსესუარების  შემთხვევაში განმარტოთ რა ქსოვილისა თუ მასალისგანაა დამზადებული აღნიშნული მოდელი; ელექტრონიკის შემთხვევაში - ტექნიკური მახასიათებლები და სხვ.

პროდუქტის დასახელებასთან ერთად უნდა განათავსოთ მისი ფოტო და ღირებულება (ფასი). საგულისხმოა, რომ თქვენს მიერ ატვირთული ფოტო უნდა იყოს ხარისხიანი და იმ მიზნით, რომ მყიდველმა სრულფასოვნად შეძლოს ვიზუალურ მასალზე აღბეჭდილი ნივთისა თუ ტანისამოსის აღქმა, შეეცადეთ პროდუქტი ყველა შესაძლო რაკურსით დაანახოთ ვიზიტორს. გაითვალისწინეთ თქვენი პროდუქციასა და სივრცეს შორის არსებული ურთიეთდამოკიდებულობის მნიშვნელობა, მაგალითად თუ საქმე ეხება ავეჯს, ან სახლის დეკორაციას, მაშინ საჭიროა მათი სხვადსხვა ოთახში განთავსება და მსგავსი ტიპის ფოტოს შემოთავაზება. გახსოვდეთ მომხმარებელს ფოტოებით ვუნაცვლებთ ე.წ. „ხელით შეხების“ გამოცდილებას!

 

საკონტაქტო ინფორმაცია
მომხმარებელს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს თქვენს მიერ განთავსებული ინფორმაციის ვალიდურობაში და არ ღელავდეს პირადი მონაცემების განთავსების, ბარათის გამოყენების შესახებ, ასევე იმასთან დაკავშირებით ნამდვილად მიიღებს თუ არა შეძენილ პროდუქტს. სანდოობის მოსაპოვებლად და გასაზარდელად აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის სრულყოფილად მითითება - ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი და სხვ., რათა მომხმარებელს ეჭვი არ შეეპაროს თქვენს კეთილსინდისიერებაში და მარტივად შეძლოს კომუნიკაცია მაღაზიასთან დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში.

 

მთავარი გვერდი & დიზაინი
მომხმარებლის დასაინტერესებლად და თქვენი პროდუქტის შეძენაში დასარწმუნებლად, საჭიროა თქვენი ონლაინ მაღაზიის მთავარი გვერდი და დიზაინი იყოს მიმზიდველი, რომლის პოზიციონირებსაც შემდეგ სოც.ქსელებში შეძლებთ. ამიტომ მთავარ გვერდზე გამოვიტანოთ ის, რაც გვსურს პოტენციურ მყიდველებს დახვდეთ პირველი ვიზიტისას, მაგალითისთვის ახალი კოლექციები, ხშირად გაყიდვადი პროდუქტები, საიმიჯო ბანერები და სხვა.

საყურადღებოა, სლაიდერის ფოტო, რომელიც მოსახერხებელი გზაა მრავალი სურათის, ვიდეოს ან გრაფიკის მთავარ გვერდზე წარმოსაჩენად (გამოსატანად). დიდი, თვალისმომჭრელი გამოსახულებების განთავსება შეიძლება საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდეს თქვენთვის.

 

ვებ-გვერდის მისამართი
იმისდა მიუხედავად, რომ B2CGE-ის პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ ავტომატურად გენიჭებათ ვებგვერდის უფასო მისამართი B2C.ge დაბოლოებით, სასურველია მარტივი, ბრენდთან ასოცირებული საკუთარი დომენი / ვებგვერდის მისამართი (მაგ.: store.ge) დააერთოთ, რომელიც პირდაპირ თქვენს ბიზნესთან იქნება დაკავშირებული და მას უნიკალურობას შესძენს.

დომენური სახელის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად იხელმძღანელეთ მოცემული რჩევებით:

  • არჩევანი გააკეთეთ მოკლე სახელზე
  • მოერიდეთ დეფისის გამოყენებასა და მსგავს ფორმულირებას - Hammo, fit-lab, wakkai
  • დაიხმარეთ დომენური სახელების ონლაინ გენერატორები
  • გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები, რომლებიც მიუთითებს თქვენი ბრენდის წარმომავლობასა და ინდივიდუალურობაზე
  • შეეცადეთ არ შეზღუდოთ თქვენი საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობა შერჩეული დომენის სახელით. იფიქრეთ არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ გლობალურად. მაგალითისთვის თუ ყვავილების მაღაზიას ფლობთ კონკრეტული ყვავილის სახელს ნუ გამოიყენებთ - orchidstore.ge, რადგან შესაძლოა ასეთი სახის დომენმა სხვა ყვავილებით დაინტერესებული პოტენციური მყიდველი დაგაკარგვინოთ.

 

გადახდები
იმისათვის, რომ თქვენი მომხმარებლებისთვის ონლაინ შოპინგის პროცესი მუდმივად სიმარტივესთან და სისწრაფესთან ასოცირდებოდეს შესთავაზეთ მათ (მეილში მომხმარებლებს) მრავალფეროვანი გადახდების მეთოდები: ნაღდი ფულით გადახდა, ინვოისით ანგარიშსწორება, საბარათე ონალინ გადახდები, როგორც ადგილორივი ისე საერთაშორისო, ასევე ონლაინ განვადებები.

B2CGE პლატფორმაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი მეთოდებით:

  • ონლაინ გადახდები (TBC Ecommerce, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, ხალიკ ბანკი, Payze, Paypal, Stipe, Unipay)
  • ონლაინ განვადებები (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, სფეისი, კრედო, კრისტალი, ტერა ბანკი)
  • კრიპტო ვალუტით გადახდა (Citypay, Emoney)

 

7 მიწოდება
განათავსეთ ინფორმაცია რომელი საკურიერო მიწოდების სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ მყიდველებს, მაგალითად: გლოვო, საქართველოს ფოსტა.

განმარტეთ ისიც თუ ადგილობრივთან ერთად საერთაშორისოდაც ხდება თქვენი პროდუქციის მიწოდება.

იმ შემთხვევაში თუ საკუთარი მიწოდების სერვისი გაქვთ განსაზღვრეთ დაფარვის არეალი, რა ტერიტორიებზე ხდება მიწოდება, შესაბამის ვადები და ამის შესაბამისად გაუწერეთ მიწოდების საფასური.

 

თუ ყველა ეს საფეხური სრულყოფილად გაიარეთ, თქვენი ონლაინ მაღაზია უკვე მზად არის გაშვებისთვის. გისურვებთ წარმატებას!

 


საუკეთესო უფასო ინსტრუმენტები ონლაინ მაღაზიის წარმატებულად მართვისთვის

ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელს სურს საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება განსხვავებულ სტრატეგიებს ან მიდგომებს მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მ ...
Read more

გადახდის მეთოდების მნიშვნელობა ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ციფრული სავაჭრო სივრცე, რომლის კომფორტულობასაც განაპირობებს მრავალფეროვან ...
Read more

როგორ გავმართოთ მიწოდების სერვისი?

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მომხმარებლები პროდუქციას ონლაინ სწორედ ნებისმიერი ლოკაციიდან ნივთის შეძენა და სასურველ ადგილზე მიღებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიწო ...
Read more

მარაგების მართვის ეფექტური მეთოდები

თუ თქვენი ბიზნესის გასაციფრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგით ან სულაც შეიძლება უკვე წლებია რაც ონლაინ მაღაზიას მართავთ ორივე შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ მარაგების მა ...
Read more

რატომ უნდა ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში?

ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ მყიდველების რიცხვიც იზრდება. 2021 წელს ონლაინ მყიდველთა რაოდენობამ 2,14 მილიარდს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქ ...
Read more

7 მთავარი საფეხური ონლაინ მაღაზიის გასაშვებად

თუ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში და შექმენით საკუთარი ონლაინ მაღაზია, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად გამართვაა. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზია სრულ ...
Read more

როგორ შევქმნათ მარტივად სრულყოფილი ონლაინ მაღაზია B2CGE-ზე?

თუ საქმე ონლაინ მაღაზიის შექმნას ეხება - B2CGE საუკეთესო გამოსავალია! ბუნებრივია ჩნდება კითხვა - როგორ შევქმნათ, გავმართოთ წარმატებული ონალინ  მაღაზია? თუ შენ ონლაინ სივრცის ათვისება ...
Read more

5 მარტივად დასაწყები და მომგებიანი ბიზნესი, რომელთა წარმატებას ონლაინ ვაჭრობა უზრუნველყოფს

დამწყებ ანტრეპრენერებს, კოვიდ-19-ის ეპოქის შესაბამისი ბიზნეს იდეებისა და მიდგომების გათვალისწინება სჭირდებათ. პანდემიამ ბევრ ჩვენგანს გვიბიძგა გამოგვეკვლია ჩვენთვის ნაცნობ გარემოში - სახლში ...
Read more