ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მომხმარებლები პროდუქციას ონლაინ სწორედ ნებისმიერი ლოკაციიდან ნივთის შეძენა და სასურველ ადგილზე მიღებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიწოდების სერვისის სტანდარტები ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა, შესაბამისად მომხმარებელთა მხრიდან მუდმივი მოთხოვნაა, რომ შენაძენი უმოკლეს დროში აღმოჩნდეს მათ ხელში.
ონლაინ მაღაზიის შექმნის პროცესი არაერთ ეტაპს მოიცავს, მათ შორის მიწოდების მომსახურების გამართვას. B2CGE ანტრეპრენერებს მიწოდების სერვისის რამდენიმე ტიპს სთავაზობს, ესენია:
საკუთარი მიწოდების სერვისის გამართვა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლობთ მცირე ზომის საკურიერო კომპანიებთან ან თავად გყავთ კურიერები. ფასების გაწერა წონისა და მანძილის(ლოკაციის) მიხედვითაა შესაძლებელი.
იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ახლოს თუ შორს მდებარეობს დანიშნულების ადგილი შეძლებთ საკურიერო მომსახურების ღირებულების განსაზღვრას.
წონითი კრიტერიუმები ორგვარია: ერთიმხრივ შეგიძლიათ თითოეულ დამატებით კილოზე შესაბამისი ფასი მიუთითეთ, ან სხადასხვა წონითი კატეგორიები შესთავაზოთ მომხმარებლებს, მაგალითისთვის 1-5 კგ-მდე 5-10 კგ-მდე გარკვეული ტარიფი გაუწეროთ.
აგრეთვე საშუალება გეძლევათ განსხვავებული ფასი დააუწესოთ პროდუქტებს თუ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საწყობი გაქვთ და იმ დროისთვის აღნიშნული პროდუქტი სხვა ქალაქის საწყობში გაქვთ განთავსებული.
ამასთან B2CGE მაღაზიიდან გატანის სერვისის გააქტიურებასაც უზრუნველყოფს.
მესამე მხარის სერვისების ინტეგრაციის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საქართველოს ფოსტისა და გლოვოს მომსახურებით სარგებლობას.
გლოვოს მიტანის სერვისი განსაკუთრებით ხელსაყრელია მაშინ თუ მომხმარებელისთვის იმავე დღესაა (ე.წ just-in-time) აუცილებელი შენაძენის მიწოდება.
საქართველოს ფოსტის შემთხვევაში სერვისი მოქმედებს, როგორც თბილისსა და რეგიონებში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ამავდროულად მომხმარებლებს შეუძლიათ სტანდარტული მომსახურების გარდა, ექსპრეს სერვისით სარგებლობა და ამანათის დაზღვევა.
საკმარისია მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაწკაპუნება და შეკვეთის დადასტურება, რის შემდეგაც ავტომატურად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა საკურიერო კომპანიასთან და აღარ არსებობს საჭიროება იმისა, რომ ცალკე შედგეს თითოეული შეკვეთის შესახებ კომუნიკაცია.
მყიდველთა ფაქტობრივად ნახევარი უარს ამბობს პროდუქციის შეძენაზე, რადგან ისინი უკმაყოფილო არიან მოცემული საკურიერო მომსახურების გაუმართავობით. როგორც ვხედავთ, რომ მომხმარებლის გადაწყვეტილებაზე, შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი, დიდ გავლენას ახდენს კომპანიის მიწოდების ხელმისაწვდომი პირობები, ამიტომ აუცილებელია ორივე მხარისთვის, თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის თანაბრად კომფორტული და მარტივი აღმოჩნდეს მიწოდების სერვისის გამართვა და ამ უკანასკნელით სარგებლობა.
სალომე გიორგაძე / B2CGE, 2022-07-05