თუ თქვენი ბიზნესის გასაციფრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგით ან სულაც შეიძლება უკვე წლებია რაც ონლაინ მაღაზიას მართავთ ორივე შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ მარაგების მართვის მეთოდები ეფექტურად თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.

ონლაინ მაღაზიის მარაგების მენეჯმენტი გულისხმობს არსებული პროდუქციის რაოდენობის აღრიცხვასა და რაოდენობების მონიტორინგს, რაც ციფრულ რეჟიმში გამარტივებულად ხდება.

B2CGE გთავაზობთ ონლაინ მაღაზიის მარაგების მართვის რამდენიმე მეთოდს, ესენია:

მარაგების მანუალური მართვა

მარაგების მანუალური მართვა გულისხმობს “ხელით” ოპერირების შესაძლებლობას. თქვენ შეგიძლიათ სათითაოდ გააქტიუროთ პროდუქტს რაოდენობების კონტროლის რეჟიმი, ამასთან არსებულ პროდუქციას შესაბამისი რაოდენობები მიუთითოთ. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით კომფორტულია და ხელსაყრელია ონლაინ მაღაზიებისთვის, რომლებიც მცირე რაოდენობის პროდუქტს ყიდიან ან იღებენ შეკვეთებს.

Excel-ის მეშვეობით მარაგების კონტროლი

Excel ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია ონლაინ მაღაზიაში დიდ რაოდენობით პროდუქციის მარაგების სამართავად. გარდა რაოდენობისა, მეწარმეს ფასების ერთიანად შეცვლისა და ფასდაკლებების მართვის საშუალება ეძლევა. აგრეთვე ამ მეთოდით სარგებლობის შემთხვევაში სხვა მახასიათებლებსა თუ კომპონენტებშიც შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.

API-ით ბუღალტრულ პროგრამასთან ინტეგრაცია

API - აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი - რეალურ დროში სასაწყობე ნაშთების ბუღალტრულ აღრიცხვასთან სინქრონიზებას მოიაზრებს.

API-ს მეშვეობით სააღრიცხვო პროგრამასთან ინტეგრირება ორი სისტემის ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებას იძლევა და ამავდროულად მონაცემთა სწრაფად და უსაფრთხოდ მიმოცვლას უზრუნველყოფს. ონლაინ მაღაზია რეალურ დროში, ბუღალტრული პროგრამისგან პროდუქტების რაოდენობების და ფასების შესახებ იღებს ინფორმაციას. მოცემული მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მარტივად, სწრაფად მიმდინარეობს გაყიდვებისა და შეკვეთებთან დაკავშირებული მონაცემთა გაცვლა. ეს მეთოდი პრაქტიკულია იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც უკვე სარგებლობენ ბუღალტრული პროგრამით/სერვისით და ონლაინ მაღაზიასთან ერთად რამდენიმე ფიზიკურ ობიექტს ფლობენ.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს თუ რამდენად საყურადღებოა მარაგების მართვა თქვენი ბიზნესთვის. აუცილებელია მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის უზუსტობა იწვევს მყიდველთა გაღიზიანებას და შეცდომაში შეყვანას, რაც საბოლოო ჯამში მათ უბიძგებს აღარ შეიძინონ ესა თუ ის ნივთი. სწორედ ამიტომ მარაგების ეფექტური მენეჯმენტი დაგეხმარებათ კლიენტთა მომსახურეობის გაუმჯობესებაში, რაც მთავარია თავს აგარიდებთ სხვადასხვა სახის უხერხულობებს, მათ შორის მომხმარებლის მიერ ისეთი პროდუქტის შეკვეთა/შეძენას, რომლის რაოდენობაც ამოწურულია და შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში კი კლიენტის გაღიზიანებას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. სწორი მიდგომის შერჩევა დაგეხმარებათ ასევე ხარჯების შემცირებასა და ბიზნესის ეფექტურობის ზრდაში.


საუკეთესო უფასო ინსტრუმენტები ონლაინ მაღაზიის წარმატებულად მართვისთვის

ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელს სურს საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება განსხვავებულ სტრატეგიებს ან მიდგომებს მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მ ...
Read more

გადახდის მეთოდების მნიშვნელობა ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ციფრული სავაჭრო სივრცე, რომლის კომფორტულობასაც განაპირობებს მრავალფეროვან ...
Read more

როგორ გავმართოთ მიწოდების სერვისი?

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მომხმარებლები პროდუქციას ონლაინ სწორედ ნებისმიერი ლოკაციიდან ნივთის შეძენა და სასურველ ადგილზე მიღებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიწო ...
Read more

მარაგების მართვის ეფექტური მეთოდები

თუ თქვენი ბიზნესის გასაციფრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგით ან სულაც შეიძლება უკვე წლებია რაც ონლაინ მაღაზიას მართავთ ორივე შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ მარაგების მა ...
Read more

რატომ უნდა ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში?

ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ მყიდველების რიცხვიც იზრდება. 2021 წელს ონლაინ მყიდველთა რაოდენობამ 2,14 მილიარდს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქ ...
Read more

7 მთავარი საფეხური ონლაინ მაღაზიის გასაშვებად

თუ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში და შექმენით საკუთარი ონლაინ მაღაზია, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად გამართვაა. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზია სრულ ...
Read more

როგორ შევქმნათ მარტივად სრულყოფილი ონლაინ მაღაზია B2CGE-ზე?

თუ საქმე ონლაინ მაღაზიის შექმნას ეხება - B2CGE საუკეთესო გამოსავალია! ბუნებრივია ჩნდება კითხვა - როგორ შევქმნათ, გავმართოთ წარმატებული ონალინ  მაღაზია? თუ შენ ონლაინ სივრცის ათვისება ...
Read more

5 მარტივად დასაწყები და მომგებიანი ბიზნესი, რომელთა წარმატებას ონლაინ ვაჭრობა უზრუნველყოფს

დამწყებ ანტრეპრენერებს, კოვიდ-19-ის ეპოქის შესაბამისი ბიზნეს იდეებისა და მიდგომების გათვალისწინება სჭირდებათ. პანდემიამ ბევრ ჩვენგანს გვიბიძგა გამოგვეკვლია ჩვენთვის ნაცნობ გარემოში - სახლში ...
Read more