ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელს სურს საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება განსხვავებულ სტრატეგიებს ან მიდგომებს მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მიმართულების საკონსულტაციო კომპანიების და სპეციალისტების პროცესში ჩართვაც შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს, რაც რა თქმა უნდა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა არსებობს ნაკლებად ძვირადღირებული ან სულაც უფასო ალტერნატივებიც, რომლებსაც საბოლოო ჯამში შთამბეჭდავ შედეგზე გავყავართ.  დღეს ბაზარზე მრავალი უფასო ინსტრუმენტია ხელმისაწვდომი, რომლებიც თქვენი ონლაინ მაღაზიის კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

გიზიარებთ რამდენიმე საუკეთესო უფასო ხელსაწყოს, პლატფორმას ონლაინ მაღაზიის შედეგების გასაუმჯობესებლად:

Google Analytics

Google Analytics ყველაზე გავრცელებული ვებ-ანალიტიკური სერვისია, რომელიც ვებ-გვერდის მუშაობის ეფექტურობის შესაფასებლად გამოიყენება, იგი ვებ-გვერდზე განხორციელებული ვიზიტების შესახებ, სტატისტიკურ-ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული სერვისი ეკუთვნის გუგლს, რომელიც უფასოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერის პირისთვის,  ვისაც google-ის ან gmail-ის ანგარიში აქვს.

ვებ-გვერდი: https://analytics.google.com/


Canva

Canva ციფრული გრაფიკული დიზაინის პროგრამაა, რომელიც ორიენტირებულია სოციალური მედიისთვის განკუთვნილი ვიზუალური კონტენტის, მათ შორის გრაფიკის, პოსტერების, პრეზენტაციების, ბანერების და სლაიდერ ფოტოების, შექმნაზე. მის გამოსაყენებლად არაა აუცილებელი რაიმე საბაზისო ცოდნა გრაფიკულ დიზიანში. Canva მოიცავს მზა შაბლონებს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს სასურველ ვიზუალურ კონტენტზე მუშაობის პროცესს.

გარდა PRO და Enterprise ვერსიებისა Canva-ზე ხელმისაწვდომია FREE, ანუ უფასო ვერსიაც.

ვებ-გვერდი: https://www.canva.com/


Omnisend

თამამად შეიძლება ითქვას, რომ  ბაზარზე Omnisend ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრონული კომერციის მარკეტინგის ავტომატიზაციის ინსტრუმენტია. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ ავტომატური პილოტის მეშვეობით მართოთ გაყიდვები და მარტივად განსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია. Omnisend-ის მეშვეობით, თქვენ სწორი აუდიტორიისათვის რელევანტური პერსონალური შეტყობინებებისა თუ მეილების (ელ. წერილები) გაგზავნას, სწორ დროს, სწორი გაყიდვების არხების გამოყენებით შეძლებთ. საკმარისია ელ. ფოსტის არსებული შაბლონის თქვენს ბრენდზე მორგება, მისი გაგზავნის შემდგომ კი წარმატება გარანტირებულია!

ვებ-გვერდი: https://www.omnisend.com/

 

Facebook Pixel

FB pixel-ი ანალიტიკური ხელსაწყოა, რომელიც მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრაში გეხმარებთ, იგი მომხმარებელთა ინტერაქციის შესახებ იძიებს ინფორმაციას და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სიგნალები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, კერძოდ თქვენი აუდიტორიის ქცევები და პრეფერენციები. გამოდის, რომ თქვენ იმ ვიზიტორთა აქტივობის შესახებ ფლობთ მონაცემებს, რომლებიც თქვენს ვებ-გვერდს ესტუმრნენ, კალათში დაამატეს ან შეიძინეს პროდუქცია, ამ კვლევის შედეგების ცოდნის შემდეგ კი შეგიძლიათ რეკლამის სამიზნედ სწორედ პოტენციურ მყიდველები აქციოთ და მათი სახით  ერთგული მომხმარებლები შეიძინოთ, რაც წარმატებით აისახება სამომავლო სარეკლამო კამპანიებსა და საბოლო ჯამში თქვენს საქმიანობაზე.

ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/business/learn/facebook-ads-pixel


 

Hotjar

Hotjar-ი ვებ-გვერდის მოხმარების გამოცდილების ანალიტიკური ინსტრუმენტია. იგი ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი, მარტივად მართვადი საშუალებაა მომხმარებელთა უკუკავშირის შედეგად მიღებული მონაცემთა ანალიზისთვის.

პლატფორმა კომპანიის ვებ საიტის ცალკეულ გვერდებზე მომხმარებლის ქცევის ერთობლიობაზე მიგითითებთ: სად აწკაპუნებენ და რას ათვალიერებენ კონკრეტულად თქვენი მომხმარებლები? რა აინტერესებთ მათ? კერძოდ რომელ მნიშვნელოვან ელემენტებს ნახულობენ გვერდზე და როგორ რეაგირებენ მათზე?

ვებ-გვერდი: https://www.hotjar.com/


 

Trello

აპლიკაცია Trello კომპანიებისთვის პროექტებისა, ამოცანების და დავალელების მართვის პროცესს ამარტივებს. ეს არის ვიზუალური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ  ნებისმიერი ტიპის პროექტი მართოთ და სამუშაო პროცესისა თუ სხვადასხვა საკითხის მონიტორინგი უზრუნველყოთ. თქვენთვის საჭირო ყველა ინფორმაცია ორგანიზებულად ერთ სივრეცშია თავმოყრილი. ამასთანავე თქვენ საშუალება გეძლევათ გუნდის წევრები ვირტუალურ სამუშაო სივრცეში გააერთიანოთ - ამ ფორმით გასცეთ დავალებები, მოცემული დავალების შესრულების ვადები დანიშნოთ, კომენტარები დაურთოთ და სხვა.

ვებ-გვერდი: https://www.trello.com/


 

თუ ამ დრომდე ყოყმანობდით და ეჭვქვეშ აყენებდით მოცემული პლატფორმების ეფექტურობას, ახლა უკვე საკმარის ინფორმაციას ფლობთ პირველი ნაბიჯისთვის. დროა თამამად დარეგისტრირდეთ ამ პლატფორმებზე და განახლებული ენერგიით შეუდგეთ საქმიანობას!

საუკეთესო უფასო ინსტრუმენტები ონლაინ მაღაზიის წარმატებულად მართვისთვის

ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელს სურს საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება განსხვავებულ სტრატეგიებს ან მიდგომებს მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მ ...
Read more

გადახდის მეთოდების მნიშვნელობა ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ციფრული სავაჭრო სივრცე, რომლის კომფორტულობასაც განაპირობებს მრავალფეროვან ...
Read more

როგორ გავმართოთ მიწოდების სერვისი?

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მომხმარებლები პროდუქციას ონლაინ სწორედ ნებისმიერი ლოკაციიდან ნივთის შეძენა და სასურველ ადგილზე მიღებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიწო ...
Read more

მარაგების მართვის ეფექტური მეთოდები

თუ თქვენი ბიზნესის გასაციფრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგით ან სულაც შეიძლება უკვე წლებია რაც ონლაინ მაღაზიას მართავთ ორივე შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ მარაგების მა ...
Read more

რატომ უნდა ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში?

ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ მყიდველების რიცხვიც იზრდება. 2021 წელს ონლაინ მყიდველთა რაოდენობამ 2,14 მილიარდს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქ ...
Read more

7 მთავარი საფეხური ონლაინ მაღაზიის გასაშვებად

თუ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში და შექმენით საკუთარი ონლაინ მაღაზია, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად გამართვაა. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზია სრულ ...
Read more

როგორ შევქმნათ მარტივად სრულყოფილი ონლაინ მაღაზია B2CGE-ზე?

თუ საქმე ონლაინ მაღაზიის შექმნას ეხება - B2CGE საუკეთესო გამოსავალია! ბუნებრივია ჩნდება კითხვა - როგორ შევქმნათ, გავმართოთ წარმატებული ონალინ  მაღაზია? თუ შენ ონლაინ სივრცის ათვისება ...
Read more

5 მარტივად დასაწყები და მომგებიანი ბიზნესი, რომელთა წარმატებას ონლაინ ვაჭრობა უზრუნველყოფს

დამწყებ ანტრეპრენერებს, კოვიდ-19-ის ეპოქის შესაბამისი ბიზნეს იდეებისა და მიდგომების გათვალისწინება სჭირდებათ. პანდემიამ ბევრ ჩვენგანს გვიბიძგა გამოგვეკვლია ჩვენთვის ნაცნობ გარემოში - სახლში ...
Read more