სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ციფრული სავაჭრო სივრცე, რომლის კომფორტულობასაც განაპირობებს მრავალფეროვანი გადახდის მეთოდებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ, სასურველი პროდუქტის შეძენა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით შეგვეძლო, ახლა კი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მრავალმა მომსახურების ფორმამ ციფრულ სივრცეში გადაინაცვლა. დღეს კლიენტებისთვის მყისიერი გადახდის სხვადასხვა მეთოდია ხელმისაწვდომია, მაგალითისთვის როგორიცაა UPI, მობილურით გადახდა, ვირტუალური საფულეები და სხვა, რომელთა დამსახურებითაც მომხმარებლისთვის გამარტივებულია ყიდვის პროცესი.

დღესდღეობით, თითოეული ჩვენგანი რეგულარულად ერთზე მეტ ონლაინ გადახდის მეთოდს იყენებს. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენს მიერ შექმნილმა ონლაინ მაღაზიამ ვიზიტორებს გადახდის სისტემების ფართო არჩევანი უნდა შესთავაზოს.

იცით თუ არა, რომ მომხმარებელთა 67% იმედგაცრუებულია და უარს ამბობს პროდუქტის ყიდვაზე თუ მრავალფეროვანი, მათთვის სასურველი გადახდის მეთოდები მიუწვდომელია.

წარმოგიდგენთ მრავალფეროვან გადახდის მეთოდების ჩამონათვალს, რომელსაც B2CGE გთავაზობთ, ესენია: ნაღდი ანგარიშსწორება და ტერმინალით გადახდა, ინვოისით გადახდა, საბარათე და კრიპტო გადახდები და ონლაინ განვადებები.

ნაღდი ანგარიშსწორება ან/და ტერმინალით გადახდა

მომხმარებლები შეკვეთას აფორმებენ ონლაინ, თუმცა ანგარიშსწორებას ახდენენ შეკვეთის მიღებისას ნაღდი ფულით ან ტერმინალზე საბანკო ბარათის გატარებით, აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოიყენება მომხმარებლის მიერ შეკვეთის ობიექტიდან გატანის დროს.

ინვოისით გადახდა

მომხმარებლის მიერ სასურველი ნივთის შეკვეთის შემდეგ ავტომატურად გენერირდება ელ. ინვოისი, რომლის საფუძველზეც კლიენტი საკუთარი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით რიცხავს შესაბამის თანხას ონლაინ მაღაზიის ანგარიშზე.

საბარათე გადახდები

შეკვეთის გაფორმების შემდეგ გადახდის აღნიშნული მეთოდის შერჩევისას მომხმარებელი მიუთითებს საკუთარი საბარათე მონაცემებს და შეძლებს ელექტრონულად ანგარიშსწორებას, შეკვეთის თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება ანგარიშიდან.

ონალინ განვადება

ონლაინ განვადებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ ეს პროცესი აქამდე ხანგრძლივი და დამღლელი იყო, დღეს მომხმარებელს მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით, სახლიდან გაუსვლელად შეუძლია სასურველი ნივთის განვადებით შეძენა. განვადებით გადახდის შესაძლებლობა გავლენას ახდენს კლიენტებზე და მათ უფრო მეტის შეძენის სტიმულს აძლევს.

კრიპტო გადახდები

მომხმარებელს ახლა უკვე სასურველი ნივთისა თუ პროდუქციის შეძენა კრიპტო ვალუტითაც შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით აღნიშნული გადახდის მეთოდი ძალიან დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, უახლოეს მომავალში ის უპირობოდ დაიკავებს სათანადო ადგილს ჩვენს ყოველდღიურობაში.

უახლესი სტატისტიკების მიხედვით ონლაინ/უკონტაქტოდ განხორციელებული გადახდები 2023 წლისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 2 ტრლნ.  აშშ დოლარს გადააჭარბებს.


იმისათვის, რომ პროდუქტის შეძენის ბოლო ეტაპზე ვიზიტორებმა არ გადაიფიქრონ და საბოლოოდ არ გააუქმონ შენაძენი, საჭიროა კომპანიებმა რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული გადახდის მეთოდი შესთავაზონ მათ, რაც განაპირობებს ონლაინ მაღაზიის არსებულ თუ სამომავლო წარმატებას.


საუკეთესო უფასო ინსტრუმენტები ონლაინ მაღაზიის წარმატებულად მართვისთვის

ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელს სურს საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება განსხვავებულ სტრატეგიებს ან მიდგომებს მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მ ...
Read more

გადახდის მეთოდების მნიშვნელობა ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ციფრული სავაჭრო სივრცე, რომლის კომფორტულობასაც განაპირობებს მრავალფეროვან ...
Read more

როგორ გავმართოთ მიწოდების სერვისი?

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მომხმარებლები პროდუქციას ონლაინ სწორედ ნებისმიერი ლოკაციიდან ნივთის შეძენა და სასურველ ადგილზე მიღებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიწო ...
Read more

მარაგების მართვის ეფექტური მეთოდები

თუ თქვენი ბიზნესის გასაციფრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგით ან სულაც შეიძლება უკვე წლებია რაც ონლაინ მაღაზიას მართავთ ორივე შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ მარაგების მა ...
Read more

რატომ უნდა ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში?

ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ მყიდველების რიცხვიც იზრდება. 2021 წელს ონლაინ მყიდველთა რაოდენობამ 2,14 მილიარდს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქ ...
Read more

7 მთავარი საფეხური ონლაინ მაღაზიის გასაშვებად

თუ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში და შექმენით საკუთარი ონლაინ მაღაზია, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად გამართვაა. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზია სრულ ...
Read more

როგორ შევქმნათ მარტივად სრულყოფილი ონლაინ მაღაზია B2CGE-ზე?

თუ საქმე ონლაინ მაღაზიის შექმნას ეხება - B2CGE საუკეთესო გამოსავალია! ბუნებრივია ჩნდება კითხვა - როგორ შევქმნათ, გავმართოთ წარმატებული ონალინ  მაღაზია? თუ შენ ონლაინ სივრცის ათვისება ...
Read more

5 მარტივად დასაწყები და მომგებიანი ბიზნესი, რომელთა წარმატებას ონლაინ ვაჭრობა უზრუნველყოფს

დამწყებ ანტრეპრენერებს, კოვიდ-19-ის ეპოქის შესაბამისი ბიზნეს იდეებისა და მიდგომების გათვალისწინება სჭირდებათ. პანდემიამ ბევრ ჩვენგანს გვიბიძგა გამოგვეკვლია ჩვენთვის ნაცნობ გარემოში - სახლში ...
Read more