დროა ელექტრონული კომერციის პლატფორმის საფუძვლებს და თანმდევ სიკეთეებს გაეცნო, რომელიც შენი წარმატების საწინდარია!
B2CGE ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც 2018 წელს პირველად წარსდგა მომხმარებლის წინაშე, რათა მეწარმეებისათვის ონლაინ მაღაზიის შექმნისა და მართვის პროცესი მარტივი და ხელმისაწვდომი გაეხადა. ბიზნესის გასაციფრულებლად და B2CGE-ის მიერ მოცემულ სერვისებზე წვდომისთვისათვის რეგისტრაციის გასავლელად მხოლოდ 5 წუთია საჭირო, რის შემდეგაც შეგიძლიათ ძალები მოსინჯოთ - ისარგებლოთ 30 დღიანი უფასო საცდელი ვერსიით ან პირდაპირ ვაჭრობა დაიწყოთ; 1 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი გადაიხადოთ ყოველთვიური გადასახადი, სულ რაღაც 99 ლარი.
მეწარმეები ონლაინ სივრცესთან ადაპტირებისა და ინტეგრირების საწყისი ეტაპების გავლას ერთგვარ გამოწვევად აღიქვამენ, ეს კი შემდეგს გულისხმობს - შესაფერისი ადამიანის ან კომპანიის მოძიებას, რომელიც ახალ ვებგვერდს გამართავს, მარაგების მართვის, მონაცემთა კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას, ეს და სხვა მრავალი მნიშვენლოვანი ამოცანისთვის თავის გართმევა დამწყებთათვის შესაძლოა დამღლელი და რთული აღმოჩნდეს.
მაგრამ ჩვენმა გუნდმა ზემოხსენებულ და ყველა აუცილებელ საკითხზე თქვენს ნაცვლად უკვე იფიქრა და იზრუნა.
რატომ უნდა გააკეთოთ არჩევანი ელექტრონული კომერციის პლატფორმა B2CGE-ზე? წარმოგიდგენთ იმ უპირატესობათა ჩამონათვალს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ონლაინ ბიზნესის მარტივად მართვას.
პირველ რიგში უნდა ესტუმროთ B2C.GE-ს, თქვენი მაღაზია დაარეგისტრიროთ პლატფორმაზე და შემდეგ დაიწყოთ მაღაზიის დიზაინზე მუშაობა (შერჩევა და მორგება). საყურადღებოა, რომ ბიზნესის გაციფრულების პროცესში თქვენ არ გჭირდებათ კოდირება, პროგრამირების ან ტექნიკური უნარები, ან თუნდაც უნიკალური დიზაინის შემუშავება, რადგან B2C.GE-მ ამაზე უკვე იზრუნა!
თქვენთვის სასურველ ვიზუალურ შედეგს, მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით, თანაც უმოკლეს დროში მიაღწევთ B2CGE-ის უკვე არსებული შაბლონების გამოყენებით, რომელთა არჩევანიც თვიდან თვემდე იზრდება და ახლდება. რაც მთავარია დიზაინის შეცვლასა და განახლებას ნებისმიერ დროს მოახერხებთ.
სამართავი პანელი მაქსიმალურად მარტივადაა მოწყობილი, რომლის ფუნქციონალითაც სარგებლობა და შეკვეთების მონიტორინგი იოლადაა შესაძლებელი. თქვენ სხვადასხვა სახით შეგიძლიათ განყოფილებების კონტროლი. სამართავი პანელიდან კი წვდომა გექნებათ B2CGE-ის სრულ ფუნცქიონალზე.
ონლაინ მაღაზიის მენეჯმენტი ბევრად მეტს გულისხმობს, ვიდრე წარმოგვიდგენია, ეს არაა მხოლოდ მარაგების მართვისა და გაყიდვების მონიტორინგის შესაძლებლობა. თქვენ ამავდროულად მომხმარებელთა პირად მონაცემებთან გექნებათ შეხება, რაც თავისთავად სენსიტიური საკითხია, სწორედ ამიტომ კლიენტთა უსაფრთხოება თქვენთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.
B2CGE ზრუნავს თქვენი ონლაინ მაღაზიის უსაფრთხოებაზე და გთავაზობთ სრულყოფილად გამართულ პლატფორმას, SSL სერტიფიკატით დაცვის უზრუნველყოფით, დროული ციფრული ადაპტაციისა და განვითარებისათვის.
მარკეტინგი ნებისმიერი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რაც ჩვენი გუნდისთვისაც კარგადაა ცნობილი. ჩვენი პლატფორმის გამოყენების შემთხვევაში თქვენ ისეთ ინსტრუმენტებზე მიიღებთ წვდომას, როგორიცაა ელ.კომერციის მაღაზიის სტატისტიკა, SEO მხარდაჭერა (Google Analytics, Google ads manager), სოციალურ ქსელებთან სრული ინტეგრაცია (facebook pixel, facebook business manager, facebook shop, Instagram feed, Instagram shop და სხვ.), მობილურ მოწყობილობებთან თავსებადობა და სხვა დამატებით მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან (Omnisand, Nextsale და ა.შ.), რომლებიც დაგეხმარებათ ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ არსებულ ონლაინ მაღაზიებს.
მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტი ელ.კომერციის უმნიშვნელოვანესი ასპექტია. B2CGE-ის პლატფორმით სარგებლობის შემთვხვევაში თქვენ 24/7 ხაზზე იქნებით მხარდამჭერ გუნდთან პირდაპირი მიმოწერის, ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
როდესაც საქმე ბიზნესის გაციფრულებას ეხება, უსაფრთხოების, კერძოდ უსაფრთხო გადახდების უზრუნველყოფა უპირატესია. B2CGE გთავაზობთ სანდო გადახდის მრავალფეროვან მეთოდს - ნაღდი ფულით გადახდას, ინვოისით ანგარიშსწორებას, საბარათე ონალინ გადახდებს, როგორც ადგილორივ ისე საერთაშორისო, ასევე ონლაინ განვადებებს. აქვე გაგიზიარებთ სიახლეს და გაგიმხელთ, რომ B2CGE-ზე უკვე კრიპტოვალუტით გადახდის მეთოდის გააქტიურებაა შესაძლებელი.
ჩნდება კითხვა: რატომაა მარაგების მართვის გაციფრულება ასეთი მნიშვნელოვანი?
აქვეა პასუხიც - მარაგების მართვის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება, სწორი მენეჯმენტი კი თქვენი კომპანიის გამართული ფუნქციონირების წინაპირობაა, ჩვენი პლატფორმის დახმარებით შესაძლებლობა გეძლევათ თავად მართოთ მარაგები სამართავ პანელში არსებული ფუნქციონალის მეშვეობით ან სააღრიცხვო სისტემების პროგრამაზე მიაბათ (Fina, ბალანსი, 1C და სხვ.).
მიწოდების პროცესის მარტივად მართვა მოიცავს შეკვეთების ერთ სივრცეში მიღებისა და საკუთარი მიწოდების სერვისის ხელმძღვანელობას. შეგიძლიათ ადვილად გაწეროთ მიწოდების არეალი და მომსახურების შესაბამისი ფასები, ან გააქტიუროთ საკურიერო კომპანიის მომსახურება - ეს ყოველივე ინტეგრირებულია ჩვენს პლატფორმაზე, რომლის საშუალებითაც ზემოხსნებული (მიწოდების) სერვისის ავტომატზიაციას შეძლებთ.
სანამ გადაწყვეტთ ელ. კომერციაში ჩართვას, საჭიროა გარკვეული დრო თქვენი ბიზნეს გეგმის შესადგენად გამოყოთ, რომელიც დაგეხმარებათ სტრატეგიის განსაზღვრაში, მოსალოდნელი დაბრკოლებების პროგნოზირებასა და მათი თავიდან აცილების გზების დასახვაში, ამასთან თქვენი იდეის ხორცშესხმაში -
რისთვისაა ეს ყოველივე საჭირო?
1.თქვენი ბიზნესისთვის პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირებისთვის და რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ფოკუსირებისთვის, კონცენტრაციისთვის
2.პროდუქტის SWOT ანალიზი მისი უკეთესად პოზიციონირებისათვის - პროდუქტის ძლიერი/სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საშიშროების მიმოხილვა/გამოკვლევისთვის
3.თქვენი ბიზნესის ზრდის პროცესში გზამკვლევის ფუნქციის შესათავსებლად - სამომავლო სამოქმედო გეგმით ხელმძღანელობისთვის, ანუ შემდგომი ნაბიჯების გათვალისწინებისთვის
ბიზნეს გეგმის შესამუშავებლად, თქვენ ასევე დაგჭირდებათ თქვენი აუდიტორიისა და კონკურენტების მონიტორინგი და შესწავლა. შეგიძლიათ დაიხმაროთ Google რამდენიმე ბიზნეს გეგმის შაბლონის მოსაძიებლად.
ბიზნეს გეგმის შემუშავების შემდეგ, დროა მოქმედებაზე გადახვიდეთ!
მოსახერხებელი სანავიგაციო სისტემის - სამართავი პანელის დახმარებით ხელი მიგიწვდებათ ყველა პარამეტრთან, რომელიც გჭირდებათ განყოფილებების სამართავად.
ახლა კი იწყება ნამდვილი თავდავიწყება! მოემზადეთ ონლაინ სივრცის დასაპყრობად და მისი უსაზღვრო პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ბიზნესის გაციფრულებას ამ დრომდე ინფორმაციის განსათავსებლად და ონლაინ კატალოგების წარმოსაჩენად მიმართავდნენ, ახლა კი ელექტრონული კომერცია საუკეთესო შესაძლებლობაა დამატებითი შემოსავლების გენერირებისთვის და ხარჯების შესამცირებლად.
სალომე გიორგაძე / B2CGE, 2022-03-17