ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ მყიდველების რიცხვიც იზრდება. 2021 წელს ონლაინ მყიდველთა რაოდენობამ 2,14 მილიარდს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი ოთხი ადამიანიდან ერთი ონლაინ მყიდველია. მრავალი მიზეზი არსებობს რის გამოც მომხმარებლები ელ.კომერციას ანიჭებენ უპირატესობას, ერთ-ერთი მთავარი კი მოხერხებული, მარტივი შეძენის პროცესი და ხელმისაწვდომი ფასებია

 

არ აქვს მნიშვნელობა, საბოლოო ჯამში სად ყიდულობენ პროდუქციას - ონლაინ თუ ფიზიკურ მაღაზიაში, ძიების პროცესი ძირითადად იწყება ონლაინ უმეტეს შემთხვევაში Google-ში და სხვა საძიებო სისტემებში, სადაც მომხმარებლები იკვლევენ ამა თუ იმ ნივთს. სწორედ ამიტომაა გადამწყვეტი, რომ ბრენდებს ჰქონდეთ ძლიერი, გამართული ონლაინ მაღაზია. იმის გაგება, თუ როგორ ეძებენ ადამიანები სასურველ პროდუქტებს, კომპანიებს ეხმარება შექმნან მათთვის უნიკალური გამოცდილება, რის ხარჯზეც შეუძლიათ ბევრად მეტი პოტენციური მყიდველი მოიზიდონ. ტექნოლოგიური განვითარების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ დღეს მომხმარებლები აკონტროლებენ მათი შესყიდვის გზებს. ისინი ღია არიან რაც შეიძლება მეტი კატეგორიის, ბრენდისა და პროდუქტის გასაცნობად.

 

ონლაინ გაყიდვების წამყვანი კატეგორიების შესახებ უახლესი მონაცემების მიხედვით, ელექტრონიკა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2022 წლის მონაცემებით, ელექტრონიკა ,მთელს მსოფლიოში, საცალო ვაჭრობაში არსებული ელ. კომერციის წილის 24.7%-ს შეადგენს. მეორე ყველაზე პოპულარული კატეგორია მოდაა, რომლის ტიპის პროდუქტებზეც 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ავეჯი და დეკორაცია ტოპ კატეგორიების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებენ, მათი გაყიდვების ზრდა კი უახლოეს მომავალში $492.6 მილიარდითაა მოსალოდნელი. როგორც ვხედავთ მალფუჭებადი საკვებიც ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთ წამყვან კატეგორიად სახელდება. გასულ წელს დაახლოებით 432,1 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ონლაინ საკვების ,ხოლო 431,9 მილიარდი დოლარი სათამაშოებისა და ხელნაკეთობების შეძენაზე, რომლებმაც მეხუთე ადგილი გაინაწილეს ონლაინ გაყიდვების ტოპ კატეგორიების ჩამონათვალში.

 

მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ამა თუ იმ კომპანიის ან ბრენდის კუთვნილ ვებ-გვერდზე პროდუქციის შეძენას, რადგან უშუალოდ მათთან კომუნიკაციის დამყარების საშუალება ეძლევათ, ასევე პროდუქტის გადაცვლის/დაბრუნების პროცესიც მარტივად წარიმართება. იმ შემთხვევაში როდესაც ისეთი ტიპის საიტზე უწევს მომხმარებელს ნივთის ან ტანსაცმლის შეძენა, რომელიც აერთიანებს არაერთ მაღაზიას ერთ კონკრეტულ სივრცეში და სწორად მასზეა თავმოყრილია სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია ეს როგორც დისკომფორტთან, ამასთან გარკვეულ დაბრკოლებასთანაცაა ასოცირებული.

 

გარდა იმისა, რომ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ყიდულობს ონლაინ ნივთებს, მათი სავაჭრო ჩვევები და ბრენდის პრეფერენციები დროსთან ერთად(ან მუდმივად) იცვლება. საყურადღებოა, რომ მომხმარებელთა მზარდ რაოდენობას დამწყები კომპანიებისგან პროდუქციის შეძენის სურვილი აქვს. კლიენტთა ნახევარზე მეტი (57%) ამბობს, რომ ისინი მზად არიან ნივთები სტარტაპერებისგან შეიძინონ , რის მთავარ მიზეზადაც მომხმარებელთა 33%  მეწარმეობის მხარდაჭერის სურვილს, ლიმიტირებული პროდუქტების მიმართ ინტერესსა (33 პროცენტი) და კარგ მომსახურებას ასახელებს (31 პროცენტი).

 

კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ სამიდან ორი18-დან 34 წლამდე ახალგაზრდა მომხმარებლები, (67 პროცენტი) ახლა უფრო მეტ ფულს ხარჯავს ონლაინ, ვიდრე პანდემიამდე (Shopify, 2020). 35-დან 54 წლამდე მომხმარებლებმა ნივთებისა თუ სერვისების ონლაინ შეძენა 57%-ით გაზარდეს, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის მომხმარებლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 41%-ს შეადგენს. სამომავლოდ,თქვენ, როგორც ციფრული ბიზნესის მფლობელებმა, თქვენი რესურსები ახალგაზრდა თაობის ყურადღების მისაპყრობად უნდა მიმართოთ, რათა თქვენი გაყიდვების პოტენციალი გაზარდოთ. ამისათვის აუცილებელია სწორი სოც.მედიის მარკეტინგული სტრატეგიის დასახვა. ახალგაზრდა მომხმარებელთა ნახევარზე მეტი, რომლებიც პროდუქციას ბრენდებისგან ყიდულობენ, მათ შესახებ სოციალური მედიის საშუალებით იტყობენ (იგებენ).

 

თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ადამიანთა უმრავლესობა სასურველ პროდუქციას(ან ონლაინ ვაჭრობს) ციფრულად ყიდულობს, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხშირად შოპინგობენ ისინი ონლაინ(მიმართავენ ისინი ყიდვის ამგვარ ხერხს) ? ონლაინ მყიდველთა 62 პროცენტი თვეში ერთხელ მაინც (Episerver, 2019) ყიდულობს ნივთებს ვირტუალურად(დისტანციურად), 26 პროცენტი კვირაში ერთხელ, ხოლო 3 პროცენტი დღეში ერთხელ. იმის ფონზე, როდესაც ამდენი ადამიანი რეგულარულად ყიდულობს ან ეძებს პროდუქტებს ინტერნეტით, ხშირად მყიდველები ვერ ყალიბდებიან რისი შეძენა სურთ. ისინი არა მხოლოდ აღიარებენ, რომ ფუჭად ხარჯავენ დროს ძიების პროცესში, არამედ იგივე კვლევა აჩვენებს, რომ მყიდველები წუხდებიან იმ რაოდენობის შემოთავაზებით, რომელსაც  დათვალიერებისას აწყდებიან. ონლაინ მყიდველთა დაახლოებით ნახევარმა (46 პროცენტი) ვერ შეძლო საბოლოოდ ნივთის შეძენა, რადგან ძალიან დიდი არჩევანის წინაშე აღმოჩნდნენ, სწორედ ამიტომ თქვენ მომხმარებელთა გადაწყვეტილების პროცესის გასამარტივებლად საჭიროა სტრატეგიულად გამოიყენოთ სოც.მედიის გაყიდვის არხები და შესთავაზოთ მათთვის რელევანტური ინფორმაცია, სიახლეები და შემოთავაზებები.

 

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თქვენთვის საჭირო ნივთის მოსაძებნად მთელი ქალაქის შემოვლა, დაუსრულებელ რიგში დგომა და ლოდინი მოგიწევდათ. ელ.კომერციის დამსახურებით თქვენთვის საჭირო ნივთის ძებნასა და შეძენასთან დაკავშირებული ყველანაირი უსიამოვნება წარსულს ჩაბარდა. ახლა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები ინტერნეტით შოპინგობენ, საკმარისია დაწკაპუნება და უმოკლეს დროში თქვენ შენაძენს თავად მოგიტანენ ადგილზე. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ მომხმარებლები პროდუქციის ონლაინ რეჟიმში შეძენას? პასუხი ადვილია მათ შეუძლიათ სასურველი ლოკაციიდან შეიძინონ ნივთები და მიიღონ ადგილზე, დაზოგონ დრო და იოლად შეადარონ პროდუქტის ფასები.

საუკეთესო უფასო ინსტრუმენტები ონლაინ მაღაზიის წარმატებულად მართვისთვის

ნებისმიერი ონლაინ მაღაზიის მფლობელს სურს საკუთარი ბიზნესის წარმატებით განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება განსხვავებულ სტრატეგიებს ან მიდგომებს მივმართოთ. ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა მ ...
Read more

გადახდის მეთოდების მნიშვნელობა ონლაინ მაღაზიის წარმატებისთვის

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო ციფრული სავაჭრო სივრცე, რომლის კომფორტულობასაც განაპირობებს მრავალფეროვან ...
Read more

როგორ გავმართოთ მიწოდების სერვისი?

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ მომხმარებლები პროდუქციას ონლაინ სწორედ ნებისმიერი ლოკაციიდან ნივთის შეძენა და სასურველ ადგილზე მიღებაა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიწო ...
Read more

მარაგების მართვის ეფექტური მეთოდები

თუ თქვენი ბიზნესის გასაციფრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგით ან სულაც შეიძლება უკვე წლებია რაც ონლაინ მაღაზიას მართავთ ორივე შემთხვევაში, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ მარაგების მა ...
Read more

რატომ უნდა ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში?

ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ მყიდველების რიცხვიც იზრდება. 2021 წელს ონლაინ მყიდველთა რაოდენობამ 2,14 მილიარდს მიაღწია. სხვა სიტყვებით რომ ვთქ ...
Read more

7 მთავარი საფეხური ონლაინ მაღაზიის გასაშვებად

თუ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯები ელექტრონულ კომერციაში და შექმენით საკუთარი ონლაინ მაღაზია, შემდეგი ნაბიჯი მისი სწორად გამართვაა. იმისათვის, რომ თქვენს მიერ შექმნილი ონლაინ მაღაზია სრულ ...
Read more

როგორ შევქმნათ მარტივად სრულყოფილი ონლაინ მაღაზია B2CGE-ზე?

თუ საქმე ონლაინ მაღაზიის შექმნას ეხება - B2CGE საუკეთესო გამოსავალია! ბუნებრივია ჩნდება კითხვა - როგორ შევქმნათ, გავმართოთ წარმატებული ონალინ  მაღაზია? თუ შენ ონლაინ სივრცის ათვისება ...
Read more

5 მარტივად დასაწყები და მომგებიანი ბიზნესი, რომელთა წარმატებას ონლაინ ვაჭრობა უზრუნველყოფს

დამწყებ ანტრეპრენერებს, კოვიდ-19-ის ეპოქის შესაბამისი ბიზნეს იდეებისა და მიდგომების გათვალისწინება სჭირდებათ. პანდემიამ ბევრ ჩვენგანს გვიბიძგა გამოგვეკვლია ჩვენთვის ნაცნობ გარემოში - სახლში ...
Read more