ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის - EBRD-ის დახმარებით და ევროკავშირის დაფინანსებით, ვაცხადებთ ახალ პროექტს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად ჩაერთოთ ელექტრონულ კომერციაში და გაზარდოთ თქვენი ბიზნესი.

რას მოიცავს პროექტი?

  • ონლაინ მაღაზიის შექმნა B2C.GE-ის პლატფორმაზე და 1 წელი უფასო სარგებლობა
  • B2C.GE-ის კონსულტანტის მხარდაჭერა 1 წლის განმავლობაში
  • მხარდაჭერა ონლაინ მაღაზიის გამართვასა და მესამე მხარეების სერვისების ინტეგრაციაში
  • პროდუქტების დასურათება ონლაინ მაღაზიისთვის
  • ტრენინგი ციფრულ მარკეტინგის მიმართულებით

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტში  მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებსაც აქვთ ზრდის პოტენციალი და 1 წლიანი ოპერირების ისტორია.

როგორ ხდება პროექტში ჩართვა?

პროექტში კომპანიების ჩართვა ხდება კონკურსის საფუძველზე.

მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: www.b2c.ge/appforms.

გაციფრულება და ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლა დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენს პროდუქტზე ხელმისაწვდომობა უფრო ფართო აუდიტორიისთვის, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც მთავარია, სრულფასოვანი ონლაინ მომსახურების შეთავაზებით შეძლებთ სრულად უპასუხოთ მომხმარებლების მოთხოვნებს და თანამედროვე ტენდენციებს.

B2CGE, 2021-09-16


ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის - EBRD-ის დახმარებით და ევროკავშირის დაფინანსებით, ვაცხადებთ ახალ პროექტს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად ჩ ...
Read more