ახალგაზრდა მეწარმესა და დიზაინერს, მარიამ თავბერიძეს საკუთარ სახელოსნოში სწორედ მაშინ ვეწვიეთ, როდესაც ის თავის პარტნიორთან ერთად 2021 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებდა. ციფრები, რომლებიც მან გაგვიზიარა რეკორდული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პარტნიორები განიხილავდნენ სამომავლო გაფართოების გეგმებს, თუმცა ჩვენი ყურადღება, განსაკუთრებით, ელექტრონული კომერციის გამოყენებით მიღებულმა შემოსავლებმა და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოზიდულმა კლიენტების მრავალფეროვნებამ მიიქცია.
მარიამმა, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რამდენიმე წლის წინ გააცნობიერა თუ რა მნიშვნელობის მატარებელია შეუპოვრობა და თანმიმდევრული ქმედებები მის საქმიანობაში. დაშვებულ შეცდომებს და წარუმატებლობას უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება მოჰქონდა, სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს კი უპირობო წარმატება.
2018 წელს ხელოვნებისა და მოდის დიზაინერთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი, “Be Next”- სამწუხაროდ მარიამის გამარჯვებით არ დასრულებულა, თუმცა ახალგაზრდა დიზაინერმა ღირსეულად მიიღო მოდის ინდუსტრიის გამოწვევები და წინსვლაზე ორიენტირდა. ჩინეთში რამდენიმეთვიანი მუშაობისა და თანხის დაგროვების შემდეგ, მარიამმა ხელახლა დაიწყო დასახული მიზნისთვის დაუღალავი ბრძოლა და საკუთარი კომპანიის დაფუძნებაც შეძლო. აქედან იწყება ბრენდი „ჰამო”-ს წარმატების ისტორია. ახალბედა დიზაინერი თავისი მარცხებისა და გამარჯვების ისტორიას გვიზიარებს - თუ როგორ მოუტანა წარმატება მას საყვარელი საქმისადმი ერთგულებამ და თანმიმდევრულმა მოქმედებამ.
პირველი ეტაპი და პირველი მიზნები ჩვენი ბრენდის ფართო მასებისთვის გაცნობას უკავშირდებოდა, მნიშვნელოვანი იყო სწორედ წარმოგვეჩინა ბრენდის ღირებულებები და სათანადო სეგმენტამდე მიგვეტანა ის. აქცენტი რა თქმა უნდა ციფრულ სივრცეზე გავაკეთეთ და Instagram და Facebook გვერდებით გავზარდეთ ბრენდის ცნობადობა.
მე თავად, როგორც მომხმარებელს არასასიამოვნო გამოცდილება მაკავშირებდა ონლაინ შოპინგთან. Instagram და Facebook გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ პროდუქტზე ზუსტი წარმოდგენა შემქმნოდა და შემეძინა. გარდა საიმიჯო სურათებისა, საჭიროა დეტალური ინფორმაცია მთელს კოლექციასა თუ პროდუქტზე, მათ ხელმისაწვდომ ნაშთებზე და ზომებზე.
ვფიქრობ საამაყოა, რომ „ჰამო“-ს საქმიანობის დასაწყისშივე ჰქონდა გააზრებული ის თუ რამდენად აუცილებელი იყო ონლაინ პლატფორმის მოძებნა, რომლის საშუალებითაც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროდუქციაზე და მისი შეძენა/მიღება იქნებოდა მარტივი.
მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის შერჩევის შემდეგ, იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ის, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად კომფორტულად შეძლოს პროდუქტის შეძენა. დაინტერესბულმა კლიენტმა არ უნდა ინერვიულოს იმის შესახებ, თუ რა ფორმით მოახდინოს ანგარიშსწორება ან როგორ მიუვა სასურველ ადგილზე შეძენილი პროდუქტი. ამიტომ მიზნად, არა მხოლოდ ონლაინ სივრცეში ბრენდის წარმოჩენა დავისახეთ, არამედ მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეძენის პროცესში ონლაინ სივრცეში მაქსიმალური კომფორტის შექმნა განვიზრახეთ.
ეს მიზანი კი საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნაში ტრანსფორმირდა, რომელიც აღჭურვილია ჩვენთვის სასურველი ყველა ფუნქციონალით.
როდესაც სტარტაპ კომპანია ხარ, გაქვს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობა, ერთი მხრივ გჭირდება ძალიან სწრაფი ზრდა და მაღალი ხარისხის შენარჩუნება, მეორე მხრივ კი გაქვს საკმაოდ შეზღუდული ბიუჯეტი.
შეგვეძლო პრესტიჟულ ქუჩაზე მდებარე საშუალო ზომის მაღაზიაში დაბინავება, ჩვენი ფინანსების უდიდესი ნაწილის მის რემონტსა და მოწყობაში ჩადება, მაგრამ ეს ნიშნავდა შემდეგს - ჩვენ არ დაგვრჩებოდა თანხები არც მარკეტინგული აქტივობებისთვის, არც საწარმოს ტექნიკური გადაიარაღებისთვის და არც საბრუნავი მასალების შეძენისთვის.
გამოსავალი ამ სიტუაციიდან სწორედ ელექტრონული კომერცია აღმოჩნდა, არსებული რესურსები მივმართეთ გადაიარაღებაზე, ნაჭრების შეძენასა და მარკეტინგულ აქტივობებზე. ფიზიკური მაღაზია, მისი იჯარა და რემონტი კი ონალაინ მაღაზიამ ჩაგვინაცვლა, რომელსაც თვეში სულ რაღაც 99 ლარი სჭირდება.
ბიზნესის გაციფრულება ძალიან კარგად შეესაბამება „ჰამო“-ს ღირებულებებს და იმიჯს, ჩვენი მომხმარებლები ხომ ძირითადად ახალგაზრდები არიან და მათთვის გაცილებით კომფორტულია ონლაინ სივრცესთან ურთიერთობა.
ვფიქრობ, პლატფორმა B2CGE-ზე შექმნილი ონლაინ მაღაზია კომფორტული გამოდგა, როგორც ჩვენთვის თუნდაც მარაგების მართვის შესაძლებლობის და ქართულენოვანი სამართავი პანელის გამოყენების მიზნით, ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის, რადგან მათ მივეცით ანგარიშსწორებისა და მიწოდების ფორმების მრავალფეროვანი არჩევანი. ამასთანავე, Facebook shop-ისა და Instagram shop-ის ონლაინ მაღაზიასთან სრული სინქრონიზაციის შესაძლებლობა მოგვეცა.
ჩვენი ბრენდისთვის ელექტრონული კომერციის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ , გაყიდვების უდიდეს ნაწილს სწორედ ონლაინ არხები უზრუნველყოფს, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ჩვენს საბოლოო მიზანთან - „ჰამო“ საერთაშორისო ბრენდი გახდეს.
ჩვენ, რომ გეზი ფიზიკური მაღაზიების გახსნისაკენ აგვეღო, წარმოუდგენლად რთული იქნებოდა საერთაშორისო ექსპანსიაზე გაფიქრებაც კი, ახლა ამ შესაძლებლობას ელექტრონული კომერცია რეალურად აქცევს. „ჰამოს“ უკვე ჰყავს მომხმარებლები ევროპიდან, მაგრამ მათ ძირითად ნაწილს ემიგრანტი ქართველები წარმოადგენენ. ჩვენი მიზანია, რომ „ჰამომ“ საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი, ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, კვლავ ციფრულ სავაჭრო სივრცეს და ელექტორნული კომერციის არხებს გამოვიყენებთ.
ეს არაა მხოლოდ ოცნება, შესაბამისი ნაბიჯები უკვე გადავდგით და ჩვენი ვებგვერდი - hamo.ge შევქმენით.
ონლაინ მაღაზია ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენაზე, ვგეგმავთ გამოვიყენოთ პლატფორმის მიერ მოცემული უსაზღვრო შესაძლებლობები და ყაზახეთის, უკრაინის, საფრანგეთის ბაზრებსაც შევთავაზოთ ამომწურავი ინფორმაცია მშობლიურ ენაზე, აგრეთვე ანგარიშსწორებისა თუ მიწოდების შესაძლებლობებიც.
„ჰამო“-ს ახალი კოლექცია
სალომე გიორგაძე / B2CGE, 2022-02-02