დახმარება

რა არის B2C?
B2C წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის მარტივად შესაქმნელ პლატფორმას. ვიდეოში მოკლედ არის მოცემული ის ძირითადი შესაძლებლობები და ფუნქციონალი, რაც გააჩნია პლატფორმა B2C-ის.
როგორ შევქმნათ მაღაზია?
ვიდეოში საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია საკუთარი ონლაინ მაღაზიის გასახსნელად.
კატეგორიები
თუ თქვენ გეგმავთ, რომ დაახარისხოთ და დააჯგუფოთ თქვენს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტები, მაშინ უნდა გამოიყენოთ კატეგორიების შექმნის ფუნქციონალი. ეს პროცესი კარგად ჩანს წარმოდგენილ ვიდეო რგოლში.
პროდუქტის განთავსება
ელქტრონული მაღაზია მასში განთავსებული პროდუქტების გარეშე რთული წარმოსადგენია. ამიტომ გირჩევთ, უყუროთ ვიდეოს, რათა იხილოთ თუ, როგორ ხდება პროდუქტების განთავსება პლატფორმა B2C-ის გამოყენებით შექმნილ მაღაზიებში.
როგორ მოვაწყოთ მთავარი გვერდი
ამ ვიდეოს საშუალებით გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მთავარი გვერდის მოწყობა და რატომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მას.
ფასდაკლებების მართვა
ვიდეოში მოცემულია პლატფორმა B2C-ის შესაძლებლობები ფასდაკლებების მართვის მიმართულებით
მესინჯერის ინტეგრირება
უახლესი ტენდენციები ამტკიცებს, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება არის ონლაინ ჩათი და ჩათ-ბოტები. ჩვენ გადავაწყვიტეთ, რომ პლატფორმა b2c-ზე დაგვეინტეგრირებინა ამ მიმართულებით ლიდერი ფეისბუქ მესენჯერის აპლიკაცია.
მაღაზიის ან საწყობის ადგილმდებარეობა
როგორც ონლაინ მაღაზიის მფლობელებმა ჩვენ ვიზიტორებს აუცილებალად უნდა მივაწოდოთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მათთვის უფრო მეტი კომფორტისთვის შეგვიძლია ვიზუალურადაც, რუკაზე გამოვსახოთ ჩვენი მაღაზიის ან საწყობის ადგილმდებარეობა.
გამარტივებული ავტორიზაცია
თქვენი ონლაინ მაღაზიის ვიზიტორებისთვის კომფორტის შესაქმენელად სტანდარტული რეგისტრაციის პროცესის მაგივრად მათ შეგიძლიათ შესთავაზოთ ფეისბუქ ავტორიზაცია, რაც მათ საშუალებას მისცემთ ერთი ღილაკის დაჭერით დაასრულონ რეგისტრაციის თუ ავტორიზაციის პროცესი.
სტატიტსიკა
B2C პლატფორმის გამოყენებით შექმნილი ონლაინ მაღაზიების მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ მოახდინოთ ინტეგრაცია გუგლ ანალიტიკსთან, რომელიც ვებ-გვერდის შესახებ მონაცემების ანალიზის მიხედვით არის უპირობო ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით.
დომენის მისამართის შეცვლა
ჩვენს პლატფორმაზე აწყობილ საიტს მოყვება უფასო მისამართი, იგივე დომენი, რომელიც ბოლოვდება გაფართოებით b2c.ge. ეს ვარიანტი შესაძლოა აბსოლიტურად მისაღები იყოს თქვენთვის , მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ მის შეცვლას, ამის გაკეთების ინსტრუქციას ვიდეოში ნახავთ.
ფეისბუქ პიქსელის ჩაშენება
საიტის ამუშავებასთან ერთად, აუცილებლად დაგჭირდებათ მიღებული შედეგებისა და მონაცემების ანალიზი, რათა შეაფასოთ თქვენი რეკლამების ეფექტურობა და გააუმჯობესოთ შედეგები ეტაპობრივად. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალება არის ფეისბუქ პიქსელის ინტეგრირება ჩვენს საიტზე.
ენების მართვა
ამ ვიდეოს მეშვეობით მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ვმართოთ ენები ჩვენი ონლაინ მაღაზიის ადმინ პანელიდან.
დასახელებები
ამ ვიდეოს მეშვეობით ნახავთ, თუ როგორ უნდა შევუცვალოთ დეფოლტად მოცემულ სიტყვებსა და ფრაზებს დასახელებები.
ვალუტა
ამ ვიდეოში ნახავთ, თუ რა შემთხვევებშია გამრთლებული ფასების სხვადასხვა ვალუტაში დაფიქსირება და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.