დახმარება
რა არის B2C?
B2C წარმოადგენს ონლაინ მაღაზიის მარტივად შესაქმნელ პლატფორმას. ვიდეოში მოკლედ არის მოცემული ის ძირითადი შესაძლებლობები და ფუნქციონალი, რაც გააჩნია პლატფორმა B2C-ის.
როგორ შევქმნათ მაღაზია?
ვიდეოში საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია საკუთარი ონლაინ მაღაზიის გასახსნელად.
კატეგორიები
თუ თქვენ გეგმავთ, რომ დაახარისხოთ და დააჯგუფოთ თქვენს მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქტები, მაშინ უნდა გამოიყენოთ კატეგორიების შექმნის ფუნქციონალი. ეს პროცესი კარგად ჩანს წარმოდგენილ ვიდეო რგოლში.
პროდუქტის განთავსება
ელქტრონული მაღაზია მასში განთავსებული პროდუქტების გარეშე რთული წარმოსადგენია. ამიტომ გირჩევთ, უყუროთ ვიდეოს, რათა იხილოთ თუ, როგორ ხდება პროდუქტების განთავსება პლატფორმა B2C-ის გამოყენებით შექმნილ მაღაზიებში.
როგორ მოვაწყოთ მთავარი გვერდი
ამ ვიდეოს საშუალებით გაიგებთ, თუ როგორ შეიძლება მთავარი გვერდის მოწყობა და რატომ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მას.
ფასდაკლებების მართვა
ვიდეოში მოცემულია პლატფორმა B2C-ის შესაძლებლობები ფასდაკლებების მართვის მიმართულებით
მესინჯერის ინტეგრირება
უახლესი ტენდენციები ამტკიცებს, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება არის ონლაინ ჩათი და ჩათ-ბოტები. ჩვენ გადავაწყვიტეთ, რომ პლატფორმა b2c-ზე დაგვეინტეგრირებინა ამ მიმართულებით ლიდერი ფეისბუქ მესენჯერის აპლიკაცია.
მაღაზიის ან საწყობის ადგილმდებარეობა
როგორც ონლაინ მაღაზიის მფლობელებმა ჩვენ ვიზიტორებს აუცილებალად უნდა მივაწოდოთ ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია და მათთვის უფრო მეტი კომფორტისთვის შეგვიძლია ვიზუალურადაც, რუკაზე გამოვსახოთ ჩვენი მაღაზიის ან საწყობის ადგილმდებარეობა.
გამარტივებული ავტორიზაცია
თქვენი ონლაინ მაღაზიის ვიზიტორებისთვის კომფორტის შესაქმენელად სტანდარტული რეგისტრაციის პროცესის მაგივრად მათ შეგიძლიათ შესთავაზოთ ფეისბუქ ავტორიზაცია, რაც მათ საშუალებას მისცემთ ერთი ღილაკის დაჭერით დაასრულონ რეგისტრაციის თუ ავტორიზაციის პროცესი.
სტატიტსიკა
B2C პლატფორმის გამოყენებით შექმნილი ონლაინ მაღაზიების მფლობელებს შესაძლებლობა გაქვთ მოახდინოთ ინტეგრაცია გუგლ ანალიტიკსთან, რომელიც ვებ-გვერდის შესახებ მონაცემების ანალიზის მიხედვით არის უპირობო ლიდერი მსოფლიოს მასშტაბით.
დომენის მისამართის შეცვლა
ჩვენს პლატფორმაზე აწყობილ საიტს მოყვება უფასო მისამართი, იგივე დომენი, რომელიც ბოლოვდება გაფართოებით b2c.ge. ეს ვარიანტი შესაძლოა აბსოლიტურად მისაღები იყოს თქვენთვის , მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ მის შეცვლას, ამის გაკეთების ინსტრუქციას ვიდეოში ნახავთ.
ფეისბუქ პიქსელის ჩაშენება
საიტის ამუშავებასთან ერთად, აუცილებლად დაგჭირდებათ მიღებული შედეგებისა და მონაცემების ანალიზი, რათა შეაფასოთ თქვენი რეკლამების ეფექტურობა და გააუმჯობესოთ შედეგები ეტაპობრივად. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო საშუალება არის ფეისბუქ პიქსელის ინტეგრირება ჩვენს საიტზე.
ენების მართვა
ამ ვიდეოს მეშვეობით მოგიყვებით, თუ როგორ უნდა ვმართოთ ენები ჩვენი ონლაინ მაღაზიის ადმინ პანელიდან.
დასახელებები
ამ ვიდეოს მეშვეობით ნახავთ, თუ როგორ უნდა შევუცვალოთ დეფოლტად მოცემულ სიტყვებსა და ფრაზებს დასახელებები.
ვალუტა
ამ ვიდეოში ნახავთ, თუ რა შემთხვევებშია გამრთლებული ფასების სხვადასხვა ვალუტაში დაფიქსირება და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
კატეგორიის ფილტრები
ამ ვიდეოს დახმარებით გასწავლით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ფუნქცია "კატეგორიის ფილტრები" ბითუსი - ზე აწყობილ საიტზე
ბლოგის მართვა ვებ-გვერდზე
ბლოგის ქონა საიტისთვის ძალიან სასარგებლოა , რათა ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ სიახლეები, გავუზიაროთ საინტერესო ინფორმაცია, სტატიები, მოსაზრებები და ა.შ.
ამ ვიდეოში გაიგებთ როგორ უნდა ვმართოთ ბლოგი ბითუსიზე აწყობილ ონლაინ მაღაზიაში
მიწოდება
ონლაინ მაღაზიის მთავარი კომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია ნებისმიერი ნივთის ნახვა, შეძენა და მიღება. ამ ვიდეოში განვიხილავთ მიწოდების სერვისის ინტეგრირებას ბითუსიზე აწყობილ საიტზე.
გადახდის სისტემები
ამ ვიდეოს საშუალებით აგიხსნით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ B2C-ზე აწყობილი საიტის ფუნქცია - ვარიანტები, რომლითაც შეგიძლიათ პროდუქტებს სხვადასხვა ვარიაციები დაუმატოთ
კოლექციები
ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ უნდა შექმნათ და დააორგანიზოთ კოლექციები და მიანიჭოთ მათ სხვადასხვა ფუნქცია
ვარიანტები
ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ უნდა დავუმატოთ პროდუქტებს სხვადასხვა ვარიაციები
მსგავსი პროდუქტების ფუნქცია
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა ჩაურთოთ პროფუქტებს მსგავსი პროდუქტების ფუნქცია, რათა მარტივად მიაგნონ მომხმარებლებმა
ინსტაგრამის დასინქრონება
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა განათავსოთ თქვენი ინსტაგრამის კონტენტი საიტის მთავარ გვერდზე
გლოვოს ინტეგრაცია
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ხდება გლოვოს მიწოდების სისტემის ჩაშენება ჩვენს საიტზე
რეიტინგები და შეფასებები
ამ ვიდეოში აგიხსნით, როგორ უნდა მისცეთ მომხმარებლებს პროდუქტების შეფასებების საშუალება
ფეიფალის ინტეგრაცია
ამ ვიდეოში გესაუბრებით ფეიფალის გადახდის სისტემის ჩაშენებაზე
გუგლით ავტორიზაცია
წინა ვიდეოებში ვილაპარაკეთ, თუ როგორ უნდა ჩაგვერთი ფეისბუქით ავტორიზაციის ფუნქცია. დღეს იგივეს გუგლის მეშვეობით აგიხსნით
პროდუქტების სხვადასხვა პარამეტრები
ამ ვიდეოთი აგიხსნით, როგორ უნდა დავარედაქტიროთ პროდუქტების სხვადასხვა პარამეტრები ექსელის ფაილით.
პაროლის აღდგენა
ვიდეოში აგიხსნით, როგორ უნდა აღვადგინოთ ადმინ პანელში შესასვლელი პაროლი, თუ ის დაგავიწყდათ.
შეკვეთების სწორი ადმინისტრირება
ამ ვიდეოში ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი შეკვეთების სწორად ადმინისტრირება.
კორპორატიული მეილები
ვიდეოში ნახავთ, რა პროცესი უნდა გაიაროთ საიტის ადმინ პანელში, რათა კორპორატიული ელ-ფოსტა ფუნქციური გახადოთ.
გუგლის ექაუნთით ავტორიზაცია
ვიდეოში ნახავთ, როგორ უნდა დააინტეგრიროთ გუგლის ექაუნთით ავტორიზაცია თქვენს ონლაინ მაღაზიაში.
ფეისბუქის კატალოგ მენეჯერი
დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ახალ ძალიან საინტერესო ფუნქციაზე: ფეისბუქის კატალოგ მენეჯერზე და აგიხსნით, თუ როგორ უნდა დააკავშიროთ ფეისბუქ მაღაზია და ბითუსიზე აწყობილი ვებგვერდი ერთმანეთს.