უმოკლესი გზა მომხმარებლამდე

პლატფორმა B2C წარმოადგენს სრულყოფილი მაღაზიის შექმნის უმარტივეს გადაწყვეტას, რომელიც საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოახდინოთ თქვენი პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ სივრცეში.

მაღაზიის შექმნა

ეტაპი

1

რეგისტრაცია

ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად საჭიროა მხოლოდ მისი სახელის შერჩევა. დამატებით დაგჭირდებათ ელექტრონული ფოსტისა და თქვენი სახელისა და გვარის მითითება. მაღაზიის გადატანა შესაძლებელია თქვენს მიერ შერჩეული დომენის მისამართზე ან არქონის შემთხვევაში მას ჩვენ გაჩუქებთ. (მაგ: shopx.b2c.ge)

   მაღაზიის შექმნა

ეტაპი

2

აირჩიე დიზაინი

ონლაინ მააღაზიის წარმატების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს სწორი დიზაინის შერჩევა წარმოადგენს, რომელიც დიდ თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული. ჩვენმა დეველოპერებისა და დიზაინერების გუნდმა ამაზე უკვე იზრუნა. B2C-ის პლატფორმაზე თქვენი მაღაზიის შესაფერის დიზაინს რამოდენიმე წუთში აარჩევთ.

   მაღაზიის შექმნა

ეტაპი

3

დაამატე სასურველი პროდუქცია მაღაზიაში

ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად საკმარისია, გქონდეთ მხოლოდ პროდუქციის კატალოგი. თქვენს საიტზე პროდუქციის დამატება უმარტივესად ხდება: ამისათვის საჭიროა, მხოლოდ პროდუქტის დასახელება, მისი ფოტო(ები) და მოკლე აღწერა, რომელიც გასაყიდი ნივთის დეტალებზე გაამახვილებს ყურადღებას.

   მაღაზიის შექმნა

ეტაპი

4

აირჩიე სასურველი პაკეტი

ჩვენს პლატფორმაზე ონლაინ მაღაზია აიღოთ იჯარით და ყოველ თვე გადაიხადოთ არჩეული პაკეტის შესაბამისად. პაკეტის შერჩევა შეგიძლიათ თქვენი სურვილებიდან გამომდინარე: სტანდარტული ან პრემიუმ (დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ). პაკეტებს შორის ძირითადი სხვაობა გადახდის მეთოდებშია. პრემიუმ პაკეთით შეგიძლიათ, დააერთოთ ხუთამდე განსხვავებული ფორმა, მათ შორის: გადახდა ბარათით, ელექტრონული საფულით, PAYPAL-ით, ინვოისით, ნაღდი და ა.შ.

   მაღაზიის შექმნა

ეტაპი

5

გაუშვი მაღაზია

ონლაინ მაღაზია უკვე მზადაა გასაშვებად: დიზაინი მორგებულია, პროდუქცია განთავსებულია, მიბმულია გადახდის სისტემები. ჩვენმა დეველოპერებმა იზრუნეს იმაზე, რომ თქვენმა საიტმა მარტივად მოიპოვოს მოწინავე პოზიციები საძიებო სისტემებში. გაუშვით მაღაზია და დაგეგმეთ მარკეტინგული კამპანია. გისურვებთ წარმატებას!

   მაღაზიის შექმნა